ფეხბურთი | ლუკა გაგნიძის და იური ტაბატაძის საგოლე გადაცემები ესპანეთის თასზე #1TVSPORT
გაიმართა ესპანეთის სამეფო თასის (Copa del Rey) 1/64-ფინალური მატჩები.
„კადისი“, სადაც იური ტაბატაძე თამაშობს, გასვლით მატჩში „მურსიას“ შეხვდა, 3:1 მოუგო და 1/32-ფინალში გავიდა. ტაბატაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა – ქართველი ფეხბურთელი 75-ე წუთზე შეცვალეს.
ასევე მომდევნო ეტაპზე გავიდა კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელის, ლუკა გაგნიძის გუნდი „გრანადა“, რომელმაც ესპანეთის ტერსერა დივიზიონის წარმომადგენელი „როდა“ 5:1 დაამარცხა და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა.
ლუკა გაგნიძე ძირითად შემადგენლობაში იყო, შეუცვლელად ითამაშა და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა.