ფეხბურთი | ლუკა გადრანის „ბეითარმა“ 2026 წელი მოგებით დაიწყო #1TVSPORT
ფეხბურთი | ლუკა გადრანის „ბეითარმა“ 2026 წელი მოგებით დაიწყო #1TVSPORT

იერუსალიმის „ბეითარმა“, სადაც ლუკა გადრანი თამაშობს, 2026 წელი წარმატებით დაიწყო და საშინაო შეხვედრაში თელ-ავივის „ჰაპოელი“ 1:0 დაამარცხა.

შეხვედრაში ერთადეთი გოლი მე-13 წუთზე იარდენ შუამ გაიტანა და „ბეითარს“ გამარჯვება მოუტანა.

ლუკა გადრნი „ბეითარის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 79-ე წუთზე შეცვალეს – ქართველმა მცველმა მაღალი შეფასება (7.2 ქულა) დაიმსახურა.

ისრაელის ჩემპიონატში გამართული 16 ტურის შემდეგ იერუსალიმის „ბეითარმა“ 36 ქულა დააგროვა, მეორე ადგილზეა და ლიდერ „ბეერ შევას“ მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება.