ფეხბურთი | ლუის ენრიკე ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმის შესახებ - სამედიცინო ტესტების პასუხებს დაველოდებით #1TVSPORT
ინგლისურ „ნიუკასლთან“ ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ფაზის ბოლო ტურში „პარი სენ-ჟერმენისა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმა მიიღო და მოედანი პირველ ტაიმში დატოვა.
ქართველი ფეხბურთელის ტრავმასთან დაკავშირებით კომენტარი „პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ გააკეთა.
„კვარაცხელიას კოჭი სტკივა. საქმე რთულად არის. სამედიცინო ტესტების პასუხებს დაველოდებით და იმედია, კარგი ამბავი მექნება“, – აღნიშნა ენრიკემ.

„პარი სენ-ჟერმენისა“ და „ნიუკასლის“ მატჩი 1:1 დასრულდა. მე-8 წუთზე ვიტინიამ გოლი სწორედ კვარაცხელიას პასის შემდეგ გაიტანა, ხოლო წონასწორობა ტაიმის მიწურულს ჯო ვილოკმა აღადგინა.
ჩემპიონთა ლიგის მოქმედმა გამარჯვებულმა, „პარი სენ-ჟერმენმა“ ძირითადი ეტაპი მე-11 ადგილზე დაასრულა და პლეი ოფში ასპარეზობას 1/16-ფინალური ეტაპიდან დაიწყებს.