ფეხბურთი | ლუის დიასის დისკვალიფიკაცია ორ მატჩამდე შემცირდა #1TVSPORT
უეფა-ს სადისციპლინო კომიტეტმა შეაიმცირა ჩემპიონთა ლიგაზე „ბაიერნის“ გარემარბის, ლუის დიასის დისკვალიფიკაცია.
ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ეტაპის მეოთხე ტურში „პარი სენ-ჟერმენის“ წინააღმდეგ კოლუმბიელმა უხეშად დაარღვია თამაშის წესი აშრაფ ჰაკიმისთან ორთაბრძოლაში, რის გამოც პირდაპირი წითელი ბარათი მიიღო.
თავდაპირველად დიასს სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს, გერმანული კლუბის აპელაციის შემდეგ კი სასჯელის ვადა ორ მატჩამდე შეამცირეს. ასე რომ, „არსენალთან“ მეხუთე ტურის გამოტოვების მერე, დიასი 9 დეკემბერს ვერ ითამაშებს „სპორტინგის“ წინააღმდეგ, რის შემდეგაც შეეძლება მოედანზე დაბრუნება.