ფეხბურთი | ლუის დე ლა ფუენტე – საქართველოს ნაკრებთან მძიმე მატჩს ველით #1TVSPORT
ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის დე ლა ფუენტემ საქართველოს ეროვნულ გუნდთან მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრის შესახებ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„საქართველოს ნაკრებთან მძიმე მატჩს ველით. ეს სრულიად განსხვავებული თამაში იქნება, ვიდრე ორ-ნახევარი წლის წინ გამართული შეხვედრა. საქართველომ ძლიერი შემადგენლობა შეკრიბა – მათი ფეხბურთელების ნაწილი მაღალი დონის ევროპულ ლიგებში თამაშობს, განსაკუთრებით, ესპანეთში. ვიმედოვნებ, რომ ეს მნიშვნელოვანი შეხვედრა ჩვენ სასარგებლოდ დასრულდეს.
ჩვენთვის მთავარი ამოცანა მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრაა და ეს მიზანი ნებისმიერ სტატისტიკას აღემატება. გამარჯვება გვჭირდება, რათა მუნდიალს მივუახლოვდეთ. ამისთვის აუცილებელია ბრძოლა, შრომა და იმის გაკეთება, რაც წარმატებას მოგვიტანს“, – განაცხადა დე ლა ფუენტემ.
საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების მატჩი „დინამო არენაზე“ 15 ნოემბერს, 21:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.