ფეხბურთი | „ლოზანას“ ოფიციალური გვერდი - გაბრიელ სიგუამ ჩვენი ისტორია დაწერა #1TVSPORT
ფეხბურთი | „ლოზანას“ ოფიციალური გვერდი - გაბრიელ სიგუამ ჩვენი ისტორია დაწერა #1TVSPORT

„სტად დე ტიულიერზე“ „ლოზანამ“ „ფიორენტინას“ უმასპინძლა და უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მატჩი გაბრიელ სიგუას გოლით 1:0 მოიგო, რითაც გუნდმა ევროსეზონი გაიხანგრძლივა, – ამის შესახებ შვეიცარიული კლუბის ოფიციალური გვერდი წერს.

„გადაჭედილი სტადიონისა და გულშემატკივრების წინაშე იტალიური გუნდი 1:0 დავამარცხეთ და კონფერენს ლიგის ძირითად ეტაპზე მეცხრე ადგილზე გასვლით ტურნირის 1/16-ფინალში თამაშის უფლება მოვიპოვეთ.

მერვე საუკეთესო გუნდს მხოლოდ ერთი ქულით ჩამოვრჩით, თუმცა ეს შედეგი უზარმაზარი სიამაყის საფუძველია. ამ ფეხბურთელებმა დაამტკიცეს, რომ დიდი საქმეების გაკეთება შეუძლიათ. ეს ევროპული ღამე გულშემატკივრებს დიდხანს ემახსოვრებათ.

მეორე ტაიმში „ლოზანას“ ისტორია გაბრიელ სიგუამ დაწერა. გასახდელიდან დაბრუნებულმა გუნდმა შეხვედრა ზეწოლით დაიწყო, ხოლო 58-ე წუთზე მარცხენა ფლანგიდან ჩაწოდების შემდეგ სიგუამ ზუსტად დაარტყა – ეს ისტორიული მომენტი იყო.

საფინალო სასტვენის შემდეგ მთელი სტადიონი აღფრთოვანდა. „ლოზანამ“ „ფიორენტინა“ დაამარცხა და კიდევ ერთი ევროპული წარმატება მოიპოვა“, – წერს კლუბის ვებგვერდი.