ფეხბურთი | ლორთქიფანიძე იჯარით იტალიის სერია B-ს ​„კარარეზეში“ ითამაშებს #1TVSPORT
ფეხბურთი | ლორთქიფანიძე იჯარით იტალიის სერია B-ს ​„კარარეზეში“ ითამაშებს #1TVSPORT

კრემონეზეს“ ნახევარმცველი დაჩი ლორთქიფანიძე იტალიის სერია B-სკარარეზეში“ ითამაშებს – საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მოთამაშეზე ინფორმაცია ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა, ჯანლუკა დი მარციომ გაავრცელა.

მიმდინარე სეზონში 21 წლის ნახევარმცველმა სერია A-ში მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა. ლორთქიფანიძე იტალიის სერია B-ს გუნდს უკვე შეუერთდა და ახალ გუნდში ექვსთვიანი იჯარით ითამაშებს.

საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, ლორთქიფანიძე ზაფხულშიც ითხოვდა იჯარით გაშვებას, რათა მეტი სათამაშო დრო ჰქონოდა, მაგრამ კრემონელებმა მაშინ ეს არ ისურვეს. ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ქართელი ფეხბურთელის ტრანსფერის გამოსყიდვა სამ კლუბს სურდა, მაგრამ „კრემონეზემ“ მათ უარი უთხრა.

დაჩი ლორთქიფანიძის ძმა – დავით ლორთქიფანიძე 2018 წელს ასევე სერია B-ს „პადოვაში“ ჩაირიცხა, მაგრამ ტრავმის გამო გუნდი დატოვა და ახლა სერია C-ს „რავენაში“ თამაშობს.