ფეხბურთი | ლოჩოშვილმა „ნიურნბერგში“ შეუცვლელად ითამაშა, ზივზივაძე ტრავმირებულია #1TVSPORT

01:50, 30.11.2025

გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში ლუკა ლოჩოშვილის „ნიურნბერგი“ აუტსაიდერ „მაგდებურგს“ ესტუმრა და 0:3 დამარცხდა. ქართველი მცველი მოედანზე პირველივე წუთებიდან იყო და შეუცვლელად ითამაშა.

გერმანიის ბუნდესლიგის შეხვედრაში ბუდუ ზივზივაძე „ჰაიდენჰაიმს“ ტრავმის გამო ვერ დაეხმარა – საქართელოს ნაკრების თვდამსხმელს მუხლის ტრავმა აქვს. „ჰაიდენჰაიმი“ ბერლინში „უნიონს“ ესტუმრა, ბოლო წუთებზე გატანილი ბურთებით თამაში შემოატრიალა და 2:1 მოიგო.

მსგავსი