ფეხბურთი | ლოჩოშვილის „ნიურნბერგი“ „შალკესთან“ დამარცხდა – „უდინეზემ“ „ნაპოლის“ მოუგო #1TVSPORT

20:10, 14.12.2025

გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში ლუკა ლოჩოშვილის „ნიურნბერგი“ გელზენკირხენში „შალკეს“ ესტუმრა და 0:1 დამარცხდა.

ერთადერთი გოლი 52-ე წუთზე ბეკერმა გაიტანა. საქართველოს ნაკრების მცველმა შეუცვლელად ითამაშა და პირველი ტაიმის ბოლოს (44) ყვითელი ბარათი მიიღო.

იტალიის სერია A-ში საბა გოგლიჩიძისუდინეზემ“ გათამაშების ერთ-ერთ ლიდერს, „ნაპოლის“ 1:0 სძლია – საბა გოგლიჩიძემ 29 ოქტომბერს „იუვენტუსთან“ მატჩის შემდეგ პირველად ითამაშა – ქართველი მცველი მოედანზე 90+4-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა.

მსგავსი