ფეხბურთი | ლოჩოშვილის „ნიურნბერგი“ ბერლინში „ჰერტასთან“ დამარცხდა #1TVSPORT
ფეხბურთი | ლოჩოშვილის „ნიურნბერგი“ ბერლინში „ჰერტასთან“ დამარცხდა #1TVSPORT

გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში ლუკა ლოჩოშვილის „ნიურნბერგი“ ბერლინის „ჰერტას“ ესტუმრა და 1:2 დამარცხდა.

24-ე ტურის დაპირისპირებაში საქართველოს ნაკრების მცველი სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა.

ბერლინელებმა მე-20 წუთზე ბრეკალომ დააწინაურა. „ნიურნბერგმა“ 45+1-ე წუთზე წონასწორობა ბააკის ზუსტი დარტყმით აღადგინა, მაგრამ მასპინძლებმა მიზანს მაინც მიაღწიეს – 88-ე წუთზე ბრეკალომ დუბლი შეასრულა და „ჰერტას“ სამი ქულა მოუტანა.

„ნიურნბერგი“ 30 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილი შეინარჩუნა.