ფეხბურთი | ლოჩოშვილი ერთ-ერთი საუკეთესო იყო - „ნიურნბერგმა“ „ბრაუნშვაიგთან“ ფრედ ითამაშა #1TVSPORT
ფეხბურთი | ლოჩოშვილი ერთ-ერთი საუკეთესო იყო - „ნიურნბერგმა“ „ბრაუნშვაიგთან“ ფრედ ითამაშა #1TVSPORT

„ნიურნბერგი“, სადაც ლუკა ლოჩოშვილი თამაშობს, „ბრაუნშვაიგს“ ესტუმრა, პირველ ტაიმში მოპოვებული უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და ქულას დასჯერდა – 1:1.

გერმანიის მეორე ბუნდესლიგის 28-ე ტურის დაპირისპირებაში საქართველოს ნაკრების მცველი ძირითად შემადგენლობაში იყო და 90 წუთი ითამაშა. ლუკამ ორივე გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო შეფასება დაიმსახურა – 7.8 ქულა.

„ნიურნბერგი“ 37 ქულით მე-8 ადგილზეა.