ფეხბურთი | „ლივერპულმა“ ფრანგ მცველში 60 მილიონი გადაიხადა #1TVSPORT
ფეხბურთი | „ლივერპულმა“ ფრანგ მცველში 60 მილიონი გადაიხადა #1TVSPORT

„ლივერპულმა“ ოფიციალურად გამოაცხადა ფრანგული „რენის“ მცველის, ჟერემი ჟაკეს შეძენის შესახებ. 20 წლის ფრანგი ფეხბურთელი მერსისაიდულ კლუბს 2026 წლის ზაფხულში შეუერთდება.

იტალიელმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „ლივერპულმა“ ჟაკეს სანაცვლოდ 60 მილიონი ევრო გადაიხადა, კიდევ 12 მილიონი კი ბონუსების სახით არის გათვალისწინებული. ფეხბურთელთან კონტრაქტი 2031 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში.

ჟერემი ჟაკემ ამ სეზონში ლიგა 1-ში 18 მატჩი ჩაატარა.