ფეხბურთი | „ლივერპულის“ მეკარის, ალისონ ბეკერის შეძენით „მილანი“ დაინტერესდა #1TVSPORT
ფეხბურთი | „ლივერპულის“ მეკარის, ალისონ ბეკერის შეძენით „მილანი“ დაინტერესდა #1TVSPORT

„მილანი“ „ლივერპულის“ 33 წლის ბრაზილიელი მეკარის, ალისონ ბეკერის შეძენით დაინტერესდა, – ინფორმაციას ჟურნალისტი საშა ტავოლიერი ავრცელებს.

როგორც ტავოლიერი წერს, „მილანის“ ამჟამინდელი მეკარის, მაიკ მენიოს კონტრაქტი მომავალ ზაფხულს სრულდება და მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე ვერ თანხმდებიან.

მენიო სეზონში 3 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, მაგრამ ახლა ხელფასის 8 მილიონ ევრომდე გაზრდას ითხოვს. მილანური კლუბი მზადაა, ფრანგ მეკარეს, მაქსიმუმ, 5 მილიონი გადაუხადოს, რაც მოლაპარაკებებს მნიშვნელოვნად აჭიანურებს.

ცნობების მიხედვით, მილანელებმა ალისონის აგენტთან პირველადი კონტაქტიც დაამყარეს. ბრაზილიელს „ლივერპულთან“ მოქმედი კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს, თუმცა შესაძლებელია, რომ ინგლისურმა კლუბმა მისი ტრანსფერი განიხილოს – განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ გიორგი მამარდაშვილი, შესაძლოა, უკვე მზად არის მის შესაცვლელად.