ფეხბურთი | „ლივერპულის“ მცველი - სობოსლაიმ შეცდომის შემდეგ ყველას მოგვიბოდიშა #1TVSPORT
ინგლისის ასოციაციის თასზე „ბარნსლისთან“ გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულმა“ 4:1 მოიგო. ერთი გოლი „ბარნსლის“ ფეხბურთელებმა ლივერპულელთა ერთ-ერთი ლიდერის, დომინიკ სობოსლაის უხეში შეცდომით გაიტანეს.
ბრიტანულ მედიაში ამ ფაქტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. კომენტარი გააკეთა „ლივერპულის“ მცველმა, ენდი რობერტსონმაც:
„ასეთი შეცდომა არასასიამოვნო და ცოტა ნერვების მომშლელია. საბოლოოდ, მაინც მოვიგეთ. მაგრამ ყველამ რაღაც ვუთხარით სობოსლაის, რომელმაც გაიგო და ტაიმის ბოლოს ბოდიში მოიხადა. თუ ამ სეზონში ვინმე კრიტიკას არ იმსახურებს, ეს სობოსლაია“, – ამბობს „ლივერპულის“ მოთამაშე.