ფეხბურთი | ლიონელ სკალონიმ მესის მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის შანსებზე აზრი გამოთქვა #1TVSPORT
ფეხბურთი | ლიონელ სკალონიმ მესის მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის შანსებზე აზრი გამოთქვა #1TVSPORT

არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ ილაპარაკა ფორვარდ ლიონელ მესის შანსებზე, ითამაშოს მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე.

„რაც შეეხება მსოფლიო ჩემპიონატს, მოგვიანებით ვნახავთ, რადგან ჯერ არის დრო. არ არის საჭირო მისი გადატვირთვა, უმჯობესია, მშვიდად იყოს და მიიღოს ის გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიიღოს. შემდეგ ვიფიქრებთ იმაზე, რა იქნება გუნდისთვის უკეთესი. მანამდე კი სხვა რამეებზე ვზრუნავთ.

ვინც მესის იცნობს, კარგად იცის, რომ ის არასოდეს დუნდება. ის მებრძოლად არის დაბადებული, მუდმივად თამაში და მოგება სურს. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მისი თანაგუნდელებისთვის, რომლებიც ხედავენ, როგორ იქცევა მათი კაპიტანი. და მათ უჩნდებათ სურვილი მივიდნენ ეროვნულ გუნდში და ითამაშონ“, – განაცხადა სკალონიმ AFA Estudio-სთან კომენტარში.