ფეხბურთი | ლიონელ მესის ორი გოლი და მე-400 საგოლე გადაცემა კარიერაში - „ინტერ მაიამი“ MLS-ის პლეი ოფის მეოთხედფინალშია [ვიდეო] #1TVSPORT
MLS-ის პლეი ოფის მერვედფინალური ეტაპის მესამე შეხვედრაში „ინტერ მაიამიმ“ საკუთარ მოედანზე „ნეშვილი“ 4:0 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.
შეხვედრის მთავარი გმირი ლიონელ მესი გახდა, რომელმაც დუბლი და საგოლე პასი მიითვალა, გარდა ამისა, ერთ ეპიზოდში პრეასისტიც შეასრულა.
არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა ანგარიში მე-10 წუთზე გახსნა, ხოლო 39-ე წუთზე დუბლი გაიფორმა და თავის გუნდს პირველ ტაიმში ორბურთიანი უპირატესობა მოუპოვა.
73-ე წუთზე მესის პასით ჟორდი ალბამ ალენდეს გაატანინა, ხოლო სამი წუთის შემდეგ თავად ალენდემ მესის დაუბრუნა საგოლე გადაცემა, რომელმაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
„ოქროს ბურთის“ რვაგზის გამარჯვებულმა კარიერაში საგოლე გადაცემების რიცხვი 400-მდე გაზარდა.
მეოთხედფინალში „ინტერ მაიამი“ „ცინცინატის“ შეხვდება – პირველი შეხვედრა 23 ნოემბერს ჩატარდება.