ფეხბურთი | ლიონელ მესი „ინტერ მაიამისთან“ ერთად MLS-ის ფინალში ითამაშებს [ვიდეო] #1TVSPORT

„ინტერ მაიამი“ ამერიკის საფეხბურთო ლიგის (MLS) ფინალშია. აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალურ მატჩში ლიონელ მესის გუნდმა „ნიუ იორკ სიტი“ 5:1 დაამარცხა და ისტორიაში პირველად ითამაშებს გათამაშების გადამწყვეტ შეხვედრაში.

„ნიუ იორკ სიტის“ კარში გოლების გატანა ალენდემ (3), სილვეტიმ და სეგოვიამ გაიტანეს. ლიონელ მესის თავი არ გამოუჩენია, თუმცა მესამე საგოლე კომბინაციაში მიიღო მონაწილეობა.

MLS-ის ფინალში „ინტერ მაიამის“ მეტოქე „ვანკუვერ უაიტქაფსი“ იქნება, რომელმაც დასავლეთ კონფერენცია მოიგო – კონფერენციის ფინალში ამ გუნდმა „ფილადელფია იუნიონი“ 1:0 დაამარცხა.

რაც შეეხება უშუალოდ მესის, ტურნირის პლეი ოფში მის ანგარიშზე 6 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა, ხოლო რეგულარულ სეზონში 29 გოლი და 19 საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში.

ამერიკის საფეხბურთო ლიგის ფინალური მატჩი 6 დეკემბერს არის დაგეგმილი.