ლევან შენგელიას „ოფი კრეტა“ საბერძნეთის თასის ფინალში სალონიკის პაოკ-ს დაუპირისპირდა, 3:2 დაამარცხა და პირველად გახდა ტიტულის მფლობელი.
ფინალურ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ოფი-ს ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანი 105-ე წუთზე დატოვა. შეხვედრის ძირითადი დრო 2:2 დასრულდა, გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი ტაიმების დანიშვნა გახდა საჭირო.
მატჩის ბედი 105+4-ე წუთზე გადაწყდა – პაოკ-ის კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც აარონ ისეკა ლეიამ ზუსტად შეასრულა და ოფი-ს ისტორიული წარმატება მოუტანა.