ფეხბურთი | ლევან კობიაშვილი – ვეცდებით, 2026 წელს წარმატების გზაზე დავბრუნდეთ #TVSPORT

10:50, 28.12.2025

ლევან კობიაშვილმა საქართველოს პირველ არხთან 2025 წელი შეაჯამა და იმედი გამოთქვა, რომ 2026 უფრო წარმატებული იქნება.

„რა თქმა უნდა, გვინდოდა, რომ 2025 წელი უკეთესი ყოფილიყო. პირველმა ნახევარმა იდეალურად ჩაიარა, როდესაც სომხეთის ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში დავამარცხეთ. სამწუხაროდ, წლის მეორე ნახევარი ისეთი ვერ გამოდგა, როგორიც გვინდოდა – მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლს ვგულისხმობ. გული დაგვწყდა, რადგან სხვაგვარი სურვილი და მოლოდინი გვქონდა.

თვითკრიტიკულები ვართ. რეალურად ვიცით, რა პრობლემებიც იყო და მათი გამოსწორება 2026 წელს უნდა მოვახერხოთ. ჩვენი ნაკრების წარმატება დიდი შრომის შედეგი და ფეხბურთელების უდიდესი დამსახურება გახლდათ. ყველანაირად შევეცდებით, წარმატებულ გზაზე დავბრუნდეთ და 2026 წელი ღირსეულად გავიაროთ.

მთავარია, რომ ნაკრების საქმიანობაში ჩართული ყველა ადამიანი და მოთამაშეები მოტივირებულები და თვითკრიტიკულები იყვნენ, ერთსულოვნებით ვიმუშაოთ, რომ უკეთესი საფეხბურთო სეზონი გვქონდეს. ესაა ჩვენი სურვილიც და ამოცანაც“, – განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

მსგავსი