ფეხბურთი | ლევან კობიაშვილი უეფა-ს აღმასკომზე მოხსენებით გამოვიდა #1TVSPORT

12:58, 12.02.2026

ბრიუსელში უეფა-ს აღმასკომის სხდომა გაიმართა, რომელშიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი მონაწილეობდა.

აღმასკომმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ თემებსა და უეფა-ს კონგრესზე განსახილველ საკითხებზე იმსჯელა. ლევან კობიაშვილი, რომელიც უეფა-ში ფეხბურთის კომიტეტს ხელმძღვანელობს, სხდომაზე მოხსენებით გამოვიდა.

12 თებერვალს დაგეგმილ უეფა-ს ერთა ლიგის წილისყრა,ს ლევან კობიაშვილთან ერთად, სფფ-ის გენერალური მდივანი დავით მუჯირი, ვიცე-პრეზიდენტები – ალექსანდრე იაშვილი, აკაკი ალადაშვილი, ზაზა ზამთარაძე და საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი დაესწრებიან.

კობიაშვილი 2023 წლიდან უეფა-ს აღმასრულებელი კომიტეტის წევრია, ასევე ხელმძღვანელობს უეფა-ს ფეხბურთის კომიტეტს, 2025 წლის ოქტომბრიდან კი ფიფა-ს ტექნიკური განვითარების კომიტეტს უდგას სათავეში.

მსგავსი