ფეხბურთი | Le Parisien-ის ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენის“ ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდება #1TVSPORT
ფეხბურთი | Le Parisien-ის ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენის“ ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდება #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელია საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-11 ტურის შეხვედრაში „ნიცას“ წინააღმდეგ „პარი სენ-ჟერმენის“ ძირითად შემადგენლობაში იქნება, – ინფორმაციას ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა Le Parisien-ი ავრცელებს.

კვარაცხელიამ გასული ტურის მატჩი „ლორიანთან“ სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო და მოედანზე მეორე ტაიმში, 62-ე წუთზე უსმან დემბელეს ნაცვლად გამოჩნდა.

Le Parisien-ის მიხედვით, „პარი სენ-ჟერმენის“ სავარაუდო თერთმეტეული „ნიცას“ წინააღმდეგ ასეთია:

ლუკა შევალიე, აშრაფ ჰაკიმი, ილია ზაბარნი, უილიან პაჩო, ლუკა ერნანდესი, კანგ ინ ლი, ვიტინია, ჟოაუ ნევეში, ხვიჩა კვარაცხელია, სენი მაიული, ბრედლი ბარკოლა.

ამჟამად საფრანგეთის მოქმედი ჩემპიონი ლიგა 1-ში 21 ქულით პირველ ადგილზეა და უშუალო კონკურენტს, „მონაკოს“ ქულით აღემატება.

„პარი სენ-ჟერმენისა“ და „ნიცას“ შეხვედრა პირველ ნოემბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.