ფეხბურთი | ლაშა ოდილაძე - ქვილითაიას ტრანსფერით „მეცი“ სამი წლის წინ დაინტერესდა #1TVSPORT
ფეხბურთი | ლაშა ოდილაძე - ქვილითაიას ტრანსფერით „მეცი“ სამი წლის წინ დაინტერესდა #1TVSPORT

გიორგი ქვილითაიას ტრანსფერზე „მეცთან“ მოლაპარაკება ჯერ კიდევ სამი წლის წინ დაიწყო – ამის შესახებ საფეხბურთო მენეჯერმა, ლაშა ოდილაძემ საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.

იანვრის ბოლოს ქვილითაიამ კვიპროსული „არისი“ დატოვა და საფრანგეთის ლიგა 1-ის „მეცში“ გადავიდა, სადაც მას ორი ქართველი ფეხბურთელი დახვდა – გიორგი წიტაიშვილი და გიორგი აბუაშვილი.

„ფრანგულ კლუბში გადასვლამდე ქვილითაიას ტრანსფერით გერმანიის მეორე ბუნდესლიგისა და საუდის არაბეთის გუნდები ინტერესდებოდნენ და საკმაოდ მაღალ ხელფასს სთავაზობდნენ, მაგრამ როდესაც „მეცის“ ინტერესზე გაიგო, დაუფიქრებლად დათანხმდა – ტოპლიგაში თამაში მისი ოცნება იყო.

სხვათა შორის, ამ ტრანსფერს საფუძველი 2-3 წლის წინ ჩაეყარა, როდესაც „მეცს“ ლასლო ბოლონი წვრთნიდა და როდესაც გუნდი ლიგა 1-ში დააწინაურა, შემადგენლობის გაძლიერება სურდა, მაგრამ ისე მოხდა, რომ ტრანსფერი მხოლოდ ახლა განხორციელდა.

ამ გარიგებაში დიდია ირაკლი ლილუაშვილის დამსახურება, რომელმაც ძალიან ბევრი იმუშავა და ფრანგებს აუხსნა, როგორ შეეძლო ქვილითაიას გუნდის დახმარება. ის თავისუფალი აგენტი იყო და თანხა არ იყო გადასახდელი, სხვა საჭირო ინფორმაცია კი გადამოწმებული ჰქონდათ“.