ფეხბურთი | ლამინ იამალი „ბარსელონაზე“ – იმედია, აქ სამუდამოდ დავრჩები #1TVSPORT

22:35, 03.02.2026

„ბარსელონას“ ფორვარდმა, ლამინ იამალმა საკუთარ მომავალზე შეკითხვას უპასუხა.

„იმედია, სამუდამოდ დავრჩები აქ, სადაც ყოველი დღისგან სიამოვნებას ვიღებ. ვიმყოფები მსოფლიოში საუკეთესო გუნდსა და ქალაქში“, – მოჰყავს იამალის სიტყვები გამოცემა Mundo Deportivo-ს.

ამ სეზონში 18 წლის ლამინ იამალმა 28 ოფიციალურ მატჩში 13 გოლი გაიტანა და 13 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მისი კონტრაქტი „ბარსელონასთან“ 2031 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

მსგავსი