ფეხბურთი | კვიპროსული გამოცემა - ქეცბაიასა და კლუბის პრეზიდენტს შორის კონფლიქტი მოხდა, რომელმაც მწვრთნელი წასვლა გამოიწვია #1TVSPORT
ფეხბურთი | კვიპროსული გამოცემა - ქეცბაიასა და კლუბის პრეზიდენტს შორის კონფლიქტი მოხდა, რომელმაც მწვრთნელი წასვლა გამოიწვია #1TVSPORT

თემურ ქეცბაია „ანორთოსისიდან“ კლუბის პრეზიდენტთან კონფლიქტის გამო წავიდა – ინფორმაციას გამოცემა Themasports-ი ავრცელებს.

„თემურ ქეცბაიას გათავისუფლების შესახებ „ანორთოსისის“ განცხადებაში მწვრთნელის მიმართ არცერთი მადლიერების სიტყვა არ ყოფილა, მას სამომავლოდ არც წარმატება უსურვეს – ეს ბევრისთვის მოულოდნელი იყო.

გავრცელებული ინფორმაციით, „ხლორაკასთან“ მატჩის შემდეგ გასახდელში პრეზიდენტ კირიაკოს პრასტირისსა და ქართველ მწვრთნელს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ამ ინციდენტმა, დიდი ალბათობით, გადამწყვეტი როლი ითამაშა და საბოლოოდ ქეცბაია თანამდებობიდან გაათავისუფლეს“.

მეორე კვიპროსული გამოცემა „სიგმალაივი“ ამტკიცებს, რომ გუნდის გულშემატკივრები კლუბის პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ.