ფეხბურთი | კვიპროსული გამოცემა - „ანორთოსისი“ ვალდებულია, რომ ქეცბაიას კომპენსაცია სრულად გადაუხადოს #1TVSPORT
ფეხბურთი | კვიპროსული გამოცემა - „ანორთოსისი“ ვალდებულია, რომ ქეცბაიას კომპენსაცია სრულად გადაუხადოს #1TVSPORT

თემურ ქეცბაია, რომელიც „ანორთოსისის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს, თანამშრომლობის ვადაზე ადრე გაწყვეტისთვის კლუბისგან კომპენსაციას მიიღებს – ინფორმაციას კვიპროსული მედია ავრცელებს.

„„ანორთოსისსა“ და თემურ ქეცბაიას შორის კონტრაქტი ორმხრივი თანხმობით არ შეწყვეტილა – ქართველი მწვრთნელი კლუბის ხელმძღვანელობამ გაათავისუფლა, რომელიც ახლა ვალდებულია, 58 წლის სპეციალისტს შესაბამისი კომპენსაცია გადაუხადოს.

ქეცბაია აპირებს, 2028 წლის ზაფხულამდე გაფორმებული კონტრაქტით გათვალისწინებული თანხა სრულად მიიღოს. თუ მწვრთნელი დათმობაზე არ წავა, ფინანსურ კრიზისში მყოფ „ანორთოსისს“ დამატებითი ვალი დაეკისრება“, – წერს გამოცემა „სიგმალაივი“.

სამწვრთნელო შტაბის გარდა, „ანორთოსისი“ სპორტულმა დირექტორმა, აპოსტოლოს მაკრიდისმაც დატოვა, ქეცბაიას ნაცვლად კი გუნდს არგენტინული წარმოშობის იტალიელი ფეხბურთელი, 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონი მაურო კამორანეზი გაწვრთნის.