ფეხბურთი | კვერნაძის „ფროზინონემ“ ქულები დაკარგა, „კარარეზეში“ ლორთქიფანიძის დებიუტი კვლავ გადაიდო #1TVSPORT

20:19, 31.01.2026

იტალიის სერია B-ში 22-ე ტურის მატჩები გაიმართა.

„ფროზინონე“, სადაც გიორგი კვერნაძე თამაშობს, გასვლით მატჩში „ენტელას“ შეხვდა და ფრედ ითამაშა – 1:1. კვერნაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და მატჩი შეუცვლელად ჩაატარა, თუმცა საგოლე მოქმედებით ამჯერად თავი არ გამოუჩენია.

ამ შედეგით „ფროზინონემ“ სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი „ვენეციას“ დაუთმო, რომელმაც თავისი შეხვედრა 2:1 მოუგო „კარარეზეს“, სადაც ცოტა ხნის წინ „კრემონეზედან“ იჯარით საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი, დაჩი ლორთქიფანიძე გადავიდა, თუმცა ახალ კლუბში დებიუტი ჯეჯერობით არ ჰქონია.

მსგავსი