ფეხბურთი | კვერნაძის საგოლე გადაცემა და მაღალი შეფასება – „ფროზინონემ“ პირველი ადგილი შეინარჩუნა [ვიდეო] #1TVSPORT
გიორგი კვერნაძემ მორიგი კარგი თამაში ჩაატარა „ფროზინონეში“, რომელიც გასვლით მატჩში „მონცას“ ესტუმრა და ქულას დასჯერდა – 2:2.
იტალიის სერია B-ს მე-20 ტურში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი „ფროზინონეს“ ძირითად შემადგენლობაში იყო, 66 წუთი ითამაშა და მე-4 წუთზე შესანიშნავი საგოლე გადაცემა მიითვალა, გოლი კი ფარეს გედიემისმა გაიტანა. კვერნაძემ მაღალი შეფასება (7,4 ქულა) დაიმსახურა.
20 ტურის შემდეგ „ფროზინონე“ 42 ქულით პირველ ადგილზეა.