ფეხბურთი | კვერნაძემ იტალიაში დუბლი შეასრულა – „ფროზინონე“ სერია B-ს ლიდერია #1TVSPORT

21:43, 08.12.2025

გიორგი კვერნაძემ დუბლი შეასრულა და „იუვე სტაბიასთან“ საშინაო მატჩში „ფროზინონეს“ დამაჯერებელ გამარჯვებაში მთავარი როლი ითამაშა – 3:0.

იტალიის სერია B-ს მე-15 ტურში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი „ფროზინონეს“ ძირითად შემადგენლობაში იყო, 73 წუთი ითამაშა და მაღალი შეფასება, 8.1 ქულა დაიმსახურა. 45+1-ე წუთზე ანგარიში გახსნა, ხოლო 72-ეზე დუბლი შეასრულა.

მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 13 შეხვედრაში კვერნაძემ თავი პირველად გამოიჩინა, ხოლო „ფროზინონემ“ 31 ქულა დააგროვა (როგორც „მონცამ“) და დამატებითი მავჩენებლებით გათამაშების ლიდერია.

მსგავსი