ფეხბურთი | კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ „ბრესტი“ დაამარცხა - „მეცში“ სამივე ქართველმა ითამაშა #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ საფრანგეთის ლიგა 1-ში „ბრესტი“ მიიღო, 1:0 დაამარცხა და ჩემპიონობითვის მხოლოდ ქულა სჭირდება.
ლუის ენრიკემ კვარაცხელია დაასვენა და მოედანზე მხოლოდ 61-ე წუთზე შეუშვა. შეხვედრის ბედი კი დეზირე დუემ გადაწყვიტა, რომელმაც 82-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა.
„მეცი“, რომელიც ლიგა 2-ში დაქვეითდა, „ლორიანთან“ საშინაო მატჩში 0:4 დამარცხდა. სამივე ქართველმა ლეგიონერმა ითამაშა – გიორგი წიტაიშვილი და გიორგი ქვილითაია ძირითად შემადგენლობაში იყვნენ, ხოლო გიორგი აბუაშვილი მოედანზე მე-40 წუთზე შევიდა.
სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე პსჟ 73 ქულით ერთპიროვნული ლიდერია, „ლანსს“ 6 ქულით ასწრებს და ჩემპიონის ტიტულის გასაფორმებლად დარჩენილ ორ ტურში ერთი ქულის მოპოვება სჭირდება.