ფეხბურთი | კვარაცხელიამ ტრავმის გამო, შესაძლოა, „პარიზთან“ მატჩი გამოტოვოს #1TVSPORT
ფეხბურთი | კვარაცხელიამ ტრავმის გამო, შესაძლოა, „პარიზთან“ მატჩი გამოტოვოს #1TVSPORT

საფრანგეთის ლიგა 1-ში „პარიზთან“ დერბიმდე პსჟ-ის ერთ-ერთ ლიდერს, ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმა აწუხებს – ინფორმაციას გამოცემა Tribuna ავრცელებს.

„ხვიჩა კვარაცხელიას „პარიზთან“ მატჩამდე, რომელიც 4 იანვარს გაიმართება, გუნდთან ერთად არ უვარჯიშია, ის მხოლოდ სპორტდარბაზში დაიტვირთა. როგორც ამბობენ, ამის მიზეზი ორი დღის წინ ვარჯიშზე მიღებული ტრავმაა.

შესაბამისად, „პარიზთან“ მისი თამაში კითხვის ნიშნის ქვეშაა. ქართველი ფეხბურთელის უთამაშებლობა ლუის ენრიკეს გუნდის პრობლემებს კიდევ უფრო ამწვავებს, რადგან პსჟ-ს უკვე რამდენიმე ტრავმირებული ფეხბურთელი ჰყავს.

კვარაცხელიას მდგომარეობის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ლუის ენრიკე, სავარაუდოდ, მატჩის წინ, პრესკონფერენციაზე გაავრცელებს“, – წერს Tribuna.

„პარი სენ-ჟერმენისა“ და „პარიზის“ მატჩი 4 იანვარს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.