ფეხბურთი | კრიშტიანო რონალდუს დუბლი საუდის არაბეთში - პორტუგალიელმა კარიერაში 956-ე გოლი გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT
საუდის არაბეთის პრო ლიგაში კრიშტიანო რონალდუს „ალ ნასრიმ“ საკუთარ მოედანზე „ალ ოხდუდი“ 3:0 დაამარცხა.
მატჩის 31-ე წუთზე ანგარიში ლეგენდარულმა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა გახსნა, ხოლო პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში რონალდუმ დუბლი შეასრულა. შეხვედრის მიწურულს საბოლოო შედეგი კიდევ ერთმა პორტუგალიელმა, ჟოაო ფელიქსიმ დააფიქსირა.
„ალ ნასრმა“ ჩემპიონატში გამართული ათივე შეხვედრა მოიგო და 30 ქულით სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს, უახლოეს მდევარ „ალ ჰილალის“ კი 4 ქულით უსწრებს.
რაც შეეხება ინდივიდუალურ მაჩვენებლებს, რონალდუმ კარიერაში 956-ე გოლი გაიტანა და ისტორიულ, 1000-გოლიან ნიშნულს კიდევ უფრო მიუახლოვდა. ბომბარდირთა დავას ის და ფელიქსი 12-12 გოლით ლიდერობენ.