ფეხბურთი | კოულ პალმერს „ჩელსის“ პროექტში ეჭვი ეპარება #1TVSPORT
ფეხბურთი | კოულ პალმერს „ჩელსის“ პროექტში ეჭვი ეპარება #1TVSPORT

„ჩელსის“ შემტევი ნახევარმცველი კოულ პალმერი არაკომფორტულად გრძნობს თავს ლონდონურ კლუბში, – ამის შესახებ წერს ინტერნეტგამოცემა TEAMtalk-ი.

წყაროს ცნობით, „ჩელსის“ შემადგენლობაში პალმერს „ხელშეუხებელ“ ფეხბურთელად მიიჩნევენ, მაგრამ თავად ნახევარმცველი ეჭვით უყურებს მიმდინარე პროექტის რანგში გუნდის მომავალ განვითარებას. ხაზს უსვამენ იმას, რომ პალმერს კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა „ჩელსის“ ყოფილ მთავარ მწვრთნელთან, ენცო მარესკასთან. იტალიელი სპეციალისტის გათავისუფლების შემდეგ პალმერი შეშფოთებას გრძნობს იმასთან დაკავშირებით, რომ ლონდონური კლუბი ვერ ააშენებს სტაბილურ გუნდს, რომელსაც შეეძლება პრემიერლიგის ტიტულისთვის ბრძოლა და საერთაშორისო ტურნირებზე წარმატების მიღწევა.

უფრო ადრე იტყობინებოდნენ პალმერსა და „მანჩესტერ იუნაიტედს“ შორის ორმხრივი ინტერესის შესახებ.

კოულ პალმერი „ჩელსიში“ 2023 წლიდან თამაშობს. ამ სეზონში მან ყველა ტურნირზე 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ხუთი გოლი გაიტანა. ნახევარმცველის მიმდინარე ხელშეკრულება ლონდონურ კლუბთან 2033 წლის ზაფხულამდეა ძალაში.