ფეხბურთი | კოულ პალმერს „ჩელსის“ დატოვება და მანჩესტერში დაბრუნება სურს #1TVSPORT
ფეხბურთი | კოულ პალმერს „ჩელსის“ დატოვება და მანჩესტერში დაბრუნება სურს #1TVSPORT

„ჩელსის“ ნახევარმცველმა, კოულ პალმერმა, შესაძლოა, მალე ლონდონური კლუბი დატოვოს.

გაზეთ The Sun-ის ინფორმაციით, პალმერი არაკომფორტულად გრძნობს თავს ლონდონში და მზად არის, დაბრუნდეს მშობლიურ მანჩესტერში. შესაბამისად, სულ უფრო აქტიურად ვრცელდება ჭორები მისი „ოლდ ტრაფორდზე“ შესაძლო გადასვლის შესახებ.

იტყობინებიან, რომ პალმერი მზადაა, ოფიციალური განაცხადი გააკეთოს ტრანსფერზე, რათა დატოვოს „სტემფორდ ბრიჯი“. აღსანიშნავია, რომ ბავშვობაში პალმერი „მანჩესტერ იუნაიტედის“ გულშემატკივარი იყო.

23 წლის კოულ პალმერმა პროფესიული კარიერა „მანჩესტერ სიტიში“ დაიწყო, საიდანაც 2023 წლის ზაფხულში 40 მილიონ ფუნტად გადავიდა „ჩელსიში“, რომლის რიგებშიც 110 მატჩში 48 გოლი გაიტანა და 29 შედეგინი გადაცემა შეასრულა.