ფეხბურთი | კიტეიშვილსა და მამაგეიშვილის „შტურმს“ ახალი მწვრთნელი ეყოლება #1TVSPORT
ოთარ კიტეიშვილის და გიზი მამაგეიშვილის გრაცის „შტურმიდან“ მთავარი მწვრთნელის, იურგენ ზაუმელის წასვლა, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია – ინფორმაციას ავსტრიული გამოცემა noen.at ავრცელებს.
„გრაცის „შტურმის“ სამწვრთნელო შტაბში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდება. გავრცელებული ინფორმაციით, გუნდის ამჟამინდელ თავკაცს, იურგენ ზაუმელს თანამდებობიდან გაათავისუფლებენ.
მისი ნაცვლად მთავარი მწვრთნელობის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად „რიდის“ დამრიგებელი მაქსიმილიან სენფტი სახელდება, რომელმაც დაადასტურა, რომ მზადაა „შტურმის“ ხელმძღვანელობათან წინასწარი მოლაპარაკებების გასამართად“, – წერს noen.at