ფეხბურთი | კიტეიშვილმა ავსტრიაში მე-15 გოლი გაიტანა - „შტურმმა“ „ჰარტბერგს“ მოუგო [ვიდეო] #1TVSPORT

ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიის ბუნდესლიგაში ისევ გაიტანა და გრაცის „შტურმს“ გასვლაზე „ჰარტბერგის“ დამარცხებაში დაეხმარა – 4:2.

საჩემპიონო ჯგუფის დაპირისპირებაში კიტეიშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 85-ე წუთზე გიზი მამაგეიშვილმა შეცვალა. კიტეიშვილმა 25-ე წუთზე თავური დარტყმით ანგარიში 3:1 გახადა. ეს საქართველოს ნაკრების ნახევარმცველისთვის სეზონში მე-15 გოლი იყო (პლუს 4 საგოლე გადაცემა) და ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილზეა.

პარალელურად მიმდინარე შეხვედრაში ლასკ-მა „ზალცბურგს“ 2:1 სძლია, სეზონის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე „შტურმს“ 2 ქულით გადაასწრო და პირველ ადგილზეა.