ფეხბურთი | კიტეიშვილი ტრავმის შემდეგ დაბრუნდა და დუბლი შეასრულა #1TVSPORT
ფეხბურთი | კიტეიშვილი ტრავმის შემდეგ დაბრუნდა და დუბლი შეასრულა #1TVSPORT

ოთარ კიტეიშვილი ტრავმის შემდეგ დაბრუნდა და ავსტრიის ბუნდესლიგაში „ვოლფსბერგერთან“ მატჩში დუბლი შეასრულა – 2:2.

საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი 21-ე ტურის დაპირისპირებაში სათადარიგოებში იყო და მოედანზე 67-ე წუთზე შევიდა, ამ დროს „შტურმი“ 0:2 მარცხდებოდა.

კიტეიშვილმა 68-ე წუთზე პენალტით სხვაობა შეამცირა, ხუთ წუთში მეორე პენალტი შეასრულა, რომელიც მეკარემ კი მოიგერია, მაგრამ ქართველმა ფეხბურთელმა დამატებაზე მეკარეს და მცველებს დაასწრო და ანგარიში გაათანაბრა.

21-ე ტურის შემდეგ გრაცის „შტურმი“ 35 ქულით მეორე ადგილზეა, ხოლო კიტეიშვილი 10 გოლითა (პლუს 3 საგოლე გადაცემა) ბომბარდირთა დავაში ჰაველთან („ჰარტბერგი“) ერთად პირველ-მეორე ადგილებს იყოფს.