ფეხბურთი | კილიან მბაპე - ნეიმარის გარეშე მუნდიალი ვერ წარმომიდგენია #1TVSPORT
მადრიდის „რეალის“ ფრანგმა თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ ნეიმარის შესახებ ისაუბრა და ხაზი გაუსვა მის უდიდეს მნიშვნელობას მსოფლიო ფეხბურთში. მისი თქმით, მუნდიალი ვარსკვლავების ასპარეზია და წარმოუდგენელია ამ ტურნირის ხილვა ნეიმარის გარეშე.
„ნეიმარი ნეიმარია. მსოფლიო ჩემპიონატი ვარსკვლავების ასპარეზია და ჩემთვის ის ერთ-ერთი უდიდესია მათ შორის. მუნდიალი მის გარეშე ვერ წარმომიდგენია, თუმცა ჩემი ყოფილი მწვრთნელის გადაწყვეტილებას წინ ვერ აღვუდგები. ნეიმარს ძალიან კარგად ვიცნობ. ზუსტად ვიცი, ფორმის აღსადგენად ყველაფერს გააკეთებს და მსოფლიო ჩემპიონატზე აუცილებლად იასპარეზებს“, – განაცხადა მბაპემ.
კარლო ანჩელოტიმ ნეიმარი მარტის სანაკრებო მატჩებისთვის ბრაზილიის ეროვნულ გუნდში არ მიიწვია. მსოფლიო ჩემპიონატის 26-კაციან განაცხადს იტალიელი სპეციალისტი 21 მაისს დაასახელებს.