ფეხბურთი | კილიან მბაპე მადრიდის „რეალს“ სამი კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება #1TVSPORT
ფეხბურთი | კილიან მბაპე მადრიდის „რეალს“ სამი კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება #1TVSPORT

მადრიდის „რეალს“ ფრანგი ვარსკვლავი კილიან მბაპე სამი კვირის განმავლობაში გამოაკლდება, – ინფორმაციას კლუბი ავრცელებს.

მბაპე „სამეფო კლუბს“ ესპანეთის ჩემპიონატის სამ შეხვედრასა და ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ მატჩში ვერ დაეხმარება.

ფრანგი„ხეტაფესთან“, „სელტასთან“, „მანჩესტერ სიტისა“ და „ელჩესთან“ თამაშებს გამოტოვებს. მისი დაბრუნება მარტის ბოლოსთვის არის მოსალოდნელი.

მიმდინარე სეზონში კილიან მბაპე „რეალის“ საუკეთესო ბომბარდირია, მან ყველა ტურნირის ეგიდით 39 გოლი გაიტანა.