ფეხბურთი | ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და ის „პარიზთან“ სათამაშოდ მზად არის #1TVSPORT
ფეხბურთი | ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და ის „პარიზთან“ სათამაშოდ მზად არის #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელია 2026 წლის პირველ შეხვედრაში „პარი სენ-ჟერმენის“ განაცხადში მოხვდა, მიუხედავად იმისა, რომ მის ტრავმაზე ინფორმაცია ვრცელდებოდა.

პარიზული გუნდის ქართველმა თავდამსხმელმა ფეხი თამაშამდე ორი დღით ადრე ვარჯიშზე იტკინა, თუმცა, „პარი სენ-ჟერმენის“ ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ის მატჩისთვის გუნდთან ერთად ემზადება.

„პარი სენ-ჟერმენი“, საფრანგეთის ჩემპიონატის ეგიდით, დედაქალაქურ დერბიში „პარიზს“ უმასპინძლებს. შეხვედრა 4 იანვარს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.