ფეხბურთი | ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენის“ ფრე „ლორიანთან“ #1TVSPORT
საფრანგეთის ჩემპიონატის 2025/2026 წლის სეზონის მე-10 ტურის შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ სტუმრად „ლორიანს“ დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერმა მატჩი სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო. კვარაცხელია მოედანზე 62-ე წუთზე „ოქროს ბურთის“ გამარჯვებულის, უსმან დემბელეს ნაცვლად შევიდა და რამდენიმე მომენტი შექმნა.
შეხვედრაში ანგარიში პარიზელებმა 49-ე წუთზე გახსნეს, თავი ნუნუ მენდეშმა გამოიჩინა. მასპინძელმა გუნდმა ანგარიში მალევე გაათანაბრა – მატჩში საბოლოო ანგარიში 51-ე წუთზე იგორ სილვამ დააფიქსირა.
საფრანგეთის ლიგა 1-ში ჩატარებული 10 თამაშის შემდეგ „პარი სენ-ჟერმენს“ 21 ქულა აქვს და ცხრილში პირველ ადგილზეა, თუმცა ტურის მატჩები ჩასატარებელი აქვთ პსჟ-ის უშუალო კონკურენტებს – „ლანსს“, „მარსელსა“ და „ლიონს“.