ფეხბურთი | ხვიჩა კვარაცხელიას გოლი დღის საუკეთესო გოლის ნომინაციაშია წარდგენილი [ვიდეო] #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგაზე „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ბაიერნის“ პირველ ნახევარფინალურ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიამ დუბლი შეასრულა, მისი პირველი ბურთი საუკეთესო გოლის ნომინაციაშია წარდგენილი – გულშემატკივრების გამოკითხვა უეფა-ს ოფიციალურ გვერდზე მიმდინარეობს.
„ერთი თამაში, ოთხი საოცარი კანდიდატი საუკეთესო გოლის ნომინაციაში: კვარაცხელია, ოლისე, ლუის დიასი თუ დემბელე – რომელია თქვენი ფავორიტი?“
ამავე დროს ჩემპიონთა ლიგის სოციალურ ქსელში „ბაიერნთან“ ქართველი ვარსკვლავის თამაშით ემოციები არ დამალეს
„ხვიჩა კვარაცხელია, რა მაგარი ფეხბურთელია“.
„ძალიან მაგარი მოთამაშეა“.
„ნამდვილად შთამბეჭდავი იყო, ის დიდი ტალანტია“.
„იქნებ სახელი დაამოკლოს და KK დაირქვას, რათა საფეხბურთო დებატებში მისი გვარი ადვილად წარმოვთქვათ“.
„ვუყურებთ და ვხვდებით, რომ ფეხბურთი არ მომკვდარა“.
One game, four amazing contenders for Goal of the Day 😍
Kvara, Olise, Luis Díaz or Dembélé… which was your favourite? ⚽@Heineken | #UCLGOTD pic.twitter.com/ycEkqqWtqp
— UEFA Champions League (@ChampionsLeague) April 28, 2026