ფეხბურთი | ხვიჩა კვარაცხელიამ საგოლე გადაცემა შეასრულა - „პარი სენ-ჟერმენმა“ „ნიცა“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-11 ტურის შეხვედრაში „პარის სენ-ჟერმენმა“ „ნიცას“ უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია პარიზელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა.

მასპინძლები მთელი მატჩის განმავლობაში დიდ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ გოლის გატანა მსაჯის მიერ დამატებულ ბოლო წუთზე შეძლეს – კუთხურის მოწოდების შემდეგ კვარაცხელიამ გონსალო რამოშს თავით საგოლე გადაცემა გადააწოდა, რომელმაც ზუსტი დარტყმით შეხვედრის ერთადერთი გოლი გაიტანა.

კვარაცხელიამ ორივე გუნდში ყველაზე მაღალი შეფასება – 8.5 ქულა დაიმსახურა და მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

პსჟ 11 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა.