ფეხბურთი | ხვიჩა კვარაცხელიამ საფრანგეთში საგოლე გადაცემა შეასრულა - „პარი სენ-ჟერმენმა“ „ბრესტი“ დაამარცხა #1TVSPORT
საფრანგეთის ლიგა 1-ში „პარი სენ-ჟერმენი“ „ბრესტს“ ესტუმრა და 3:0 დაამარცხა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია პარიზელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და მეორე გოლის დროს აშრაფ ჰაკიმის (რომელმაც ამ შეხვედრაში დუბლი შეასრულა) საგოლე გადაცემა მიაწოდა.
პსჟ-ის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ კვარაცხელია 70-ე წუთზე შეცვალა – ქართველი ფეხბურთელის თამაში Whoscored-მა 7.2 ქულით შეაფასა.
სლოვაკეთის ჩამპიონატში „დუნაისკა სტრედამ“ გასვლით მატჩში „მიხალოვცეს“ 4:2 სძლია. სტუმართა შემადგენლობაში გიორგი გაგუა 64-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა, 4 წუთში კი საგოლე გადაცემა მიითვალა, 8.9 ქულა დაიმსახურა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
„დუნაისკა სტრედაში“ 90 წუთი ითამაშა ცოტნე კაპანაძემ, ხოლო „მიხალოვცეში“ სრული მატჩი თორნიკე ძოწენიძემ ჩაატარა.