ფეხბურთი | ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე „ტოტენჰემის“ წინააღმდეგ მატჩში საგოლე გადაცემა შეასრულა #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ეტაპის მე-5 ტურში ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ ლონდონის „ტოტენჰემს“ უმასპინძლა და 5:3 გაიმარჯვა.
საქართველოს ნაკრების ლიდერი ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულის ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 79 წუთი გაატარა.
კვარაცხელიამ 53-ე წუთზე საგოლე გადაცემა შეასრულა, მისი პასის შემდეგ გოლი ვიტინიამ გაიტანა. საბოლოოდ, პორტუგალიელმა ნახევარმცველმა ჰეთთრიქი (სამი გოლი) გაიფორმა და მატჩის გმირი გახდა.
ხუთი ტურის შემდეგ „პარი სენ-ჟერმენს“ 12 ქულა აქვს და ჩემპიონთა ლიგის ძირითად ეტაპზე მეორე ადგილს იკავებს – ფრანგული გუნდი მხოლოდ ლონდონის „არსენალს“ (15 ქულა) ჩამორჩება.
კვარაცხელიას გუნდი ტურნირზე მომდევნო მატჩს 11 დეკემბერს სტუმრად „ბილბაოსთან“ გამართავს.