ფეხბურთი | „ხეტაფემ“ საბა საზონოვის ტრანსფერის შესახებ გამოაცხადა #1TVSPORT

14:12, 04.08.2026

ესპანურმა საფეხბურთო კლუბმა „ხეტაფემ“ საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველის, საბა საზონოვის ტრანსფერის შესახებ გამოაცხადა.

საზონოვმა „ხეტაფესთან“ ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. მხარეებს შესაძლებლობა ექნებათ, 2027 წელს ხელშეკრულება კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივონ.

„ქართველი მცველი „ხეტაფეს“ შეუერთდა! მიღწეული შეთანხმება ხოსე ბორდალასის გუნდის დაცვას მნიშვნელოვან ძალას, ახალგაზრდულ ენერგიასა და ფიზიკურ სიმძლავრეს შემატებს.

კლუბი მიესალმება საბა საზონოვს და წარმატებებს უსურვებს. საბა, კეთილი იყოს შენი მობრძანება ახალ სახლში“, – წერს „ხეტაფეს“ ოფიციალური გვერდი.

24 წლის მცველი ბოლოს იტალიურ „ტორინოში“ ირიცხებოდა. მას კლუბთან ხელშეკრულება 30 ივნისს ამოეწურა.

მსგავსი