ფეხბურთი | ხავი გრასიამ „უოტფორდის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა #1TVSPORT
გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდმა“ მთავარი მწვრთნელის, ხავი გრასიას კლუბიდან წასვლა ოფიციალურად დაადასტურა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ კლუბის ხელმძღვანელობას სწამდა, გრასიას მწვრთნელობის პირობებში გუნდს პრემიერლიგაში დაბრუნება შეეძლო, თუმცა მიღებულ გადაწყვეტილებას პატივს სცემენ და სპეციალისტს გაწეული სამუშაოსთვის მადლობას უხდიან.
ამ ეტაპზე „უოტფორდი“ ინგლისის რანგით მეორე დივიზიონში, პრემიერშიპში 43 ქულით მეათე პოზიციაზე იმყოფება და პლეი ოფის ზონას ოთხი ქულით ჩამორჩება. უახლოეს ტურში 3 თებერვალს „უოტფორდი“ სტუმრად „ჰალს“ შეხვდება. აღნიშნული მატჩისთვის გუნდს ჩარლი დენიელსი, დენ გოსლინგი და ადრიან მარიაპა მოამზადებენ.
გიორგი ჩაკვეტაძესთან ერთად „უოტფორდში“ ნიკოლოზ ჩიქოვანიც ირიცხება. დიდი ალბათობით, უახლოეს პერიოდში „უოტფორდს“ საბა გოგლიჩიძეც შეუერთდება.