კოლუმბიის ნაკრების ერთ-ერთი მთავარი ფიგურა – ხამეს როდრიგესი კარიერას MLS-ში გააგრძელებს – ფეხბურთელი „მინესოტა იუნაიტედს“ შეუერთდება, – ინფორმაციას რამდენიმე ავტორიტეტული წყარო ადასტურებს.
ცნობების მიხედვით, მხარეები თითქმის ყველა დეტალზე შეჯერდნენ და ტრანსფერის ოფიციალურად გამოცხადება უახლოეს პერიოდში იგეგმება.
33 წლის ფეხბურთელი უკვე ამერიკაშია, რაც მის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოთიც დასტურდება. ხამესი „მინესოტას“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.
როდრიგესს კარიერის განმავლობაში უთამაშია „რეალში“, „ბაიერნში“, „პორტუში“ და „მონაკოში“, ბოლოს კი ბრაზილიური „სან პაულოს“ ღირსებას იცავდა.