ფეხბურთი | კარლო ანჩელოტიმ დაასახელა 11 ფეხბურთელი, რომელთაც მუნდიალზე ადგილი გარანტირებული აქვთ #1TVSPORT
ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ დაასახელა იმ ფეხბურთელთა ვინაობა, რომლებიც 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გარანტირებულად გაემგზავრებიან.
სიაში 11 ფეხბურთელია – ალისონი („ლივერპული“), მარკინიოსი (პსჟ), გაბრიელ მაგალაესი („არსენალი“), კაზემირო („მანჩესტერ იუნაიტედი“), ბრუნო გიმარაესი („ნიუკასლი“), ვინისიუსი, როდრიგო („რეალი“), ესტევაო („ჩელსი“), რაფინია („ბარსელონა“), მატეუს კუნია („მანჩესტერ იუნაიტედი“), გაბრიელ მარტინელი („არსენალი“).
ბრაზილიის ეროვნული გუნდი მსოფლიო ჩემპიონატზე C ჯგუფში ითამაშებს. ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონების მეტოქეები შოტლანდია, ჰაიტი და მაროკო იქნებიან.
მუნდიალის პლეი ოფის საგზურს თითოეულ ჯგუფში ორი საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი მიიღებს, ასევე, რვა საუკეთესო მესამეადგილოსანი.