ფეხბურთი | კარლო ანჩელოტი და ბრაზილიის ნაკრები კონტრაქტს ოთხი წლით გააგრძელებენ #1TVSPORT
კარლო ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრებში 2030 წლის ბოლომდე დარჩება.
ბრაზილიის საფეხბურთო კონფედერაციამ და იტალიელმა სპეციალისტმა ზეპირ შეთანხმებას მიაღწიეს კონტრაქტის გაგრძელებაზე მსოფლიოს 2030 წლის ჩემპიონატის ბოლომდე, – წერს გაზეთი Globo. ელოდებიან, რომ ხელშეკრულება ოფიციალურად თებერვლის პირველ რიცხვებში გაფორმდება.
ამჟამად ანჩელოტი წელიწადში დაახლოებით 10 მილიონ ევროს გამოიმუშავებს – ეს ყველაზე მაღალი ხელფასია ნაკრების მწვრთნელებს შორის. ხელშეკრულების თანახმად, ასევე გათვალისწინებულია 5-მილიონიანი ბონუსი მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის მოგებისთვის.
ახალი კონტრაქტის პირობები ანალოგიური იქნება, თუმცა გარკვეული წარმატებებისთვის განკუთვნილი ბონუსების ოდენობის კორექტირება მოხდება.