ფეხბურთი | კახა კაჭარავა ზუგდიდის „ოდიშის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა #1TVSPORT
ფეხბურთი | კახა კაჭარავა ზუგდიდის „ოდიშის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა #1TVSPORT

კახა კაჭარავა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ფეხბურთს დაუბრუნდა და ზუგდიდის „ოდიშის“ მთავარი მწვრთნელი გახდა – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

კაჭარავამ ფეხბურთელობის დროს თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში სამჯერ საქართველოს ჩემპიონობა მოიპოვა, რასაც მოჰყვა საერთაშორისო კარიერა კვიპროსში, თურქეთსა და გერმანიაში.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული აქვს ორი მატჩი.

მწვრთნელის რანგში ხელმძღვანელობდა თბილისის „დინამოს“, „ზესტაფონს“, ცხინვალის „სპარტაკს“, „სამტრედიას“, იყო საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი.

59 წლის კაჭარავამ „ოდიშის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე მაკარ აქუბარდია შეცვალა. „ოდიში 1919“ ეროვნულ ლიგა 2-ში ცხრა ტურის შემდეგ 12 ქულით მეხუთე ადგილზეა და ეროვნულ ლიგაში გადასასვლელად იბრძვის.